გზამკვლევი

საგზაო ნიშნები

ყველაფერი, რასაც კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ თავის დანართებში გამოსახავს: 289 საგზაო ნიშანი, 47 მონიშვნა, 13 საცნობი ნიშანი და 20 ტიპის შუქნიშანი — ოფიციალური სახელითა და განმარტებით. დააჭირე ნებისმიერს, რომ ნახო სრული აღწერა და ივარჯიშო მასთან დაკავშირებულ ბილეთებზე.

საგზაო ნიშნები

მაფრთხილებელი ნიშნები

58

მაფრთხილებელი ნიშანი საგზაო მოძრაობის მონაწილეს აუწყებს იმ გზის სახიფათო მონაკვეთთან მიახლოებისა და მასზე არსებული საფრთხის ხასიათის თაობაზე, რომელზე გადაადგილებაც შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვს.

პრიორიტეტის ნიშნები

6

პრიორიტეტის ნიშანი ადგენს გზაჯვარედინის, სავალი ნაწილის გადაკვეთის ან გზის ვიწრო მონაკვეთის გავლის რიგითობას.

ამკრძალავი ნიშნები

37

ამკრძალავი ნიშანი ზღუდავს მოძრაობას ან აუქმებს შეზღუდვას.

მიმთითებელი ნიშნები

18

მიმთითებელი ნიშანი გამოიყენება მოძრაობის რეჟიმის შემოღებისთვის ან გაუქმებისთვის.

განსაკუთრებული მითითებების ნიშნები

59

განსაკუთრებული მითითების ნიშანი ადგენს ან აუქმებს მოძრაობის განსაკუთრებულ რეჟიმს.

ობიექტებისა და სერვისის ნიშნები

17

ობიექტებისა და სერვისის ნიშნები საგზაო მოძრაობის მონაწილეს აძლევს ინფორმაციას შესაბამისი ობიექტის ან სერვისის თაობაზე.

საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები

36

საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი საგზაო მოძრაობის მონაწილეს აუწყებს გზაზე დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტის განლაგების, აგრეთვე რეკომენდებული მოძრაობის სიჩქარის თაობაზე.

დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)

58

დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) აზუსტებს ან ზღუდავს იმ ნიშნის მოქმედებას, რომელთანაც გამოიყენება.

საგზაო მონიშვნა

ჰორიზონტალური მონიშვნა

38

საგზაო მონიშვნა ადგენს მოძრაობის გარკვეულ რეჟიმებსა და წესრიგს და მძღოლის ვიზუალური ორიენტაციის საშუალებაა. ჰორიზონტალური მონიშვნა (ხაზი, ისარი, წარწერა და სხვა აღნიშვნა სავალ ნაწილზე) თეთრი ფერისაა, გარდა 1.4, 1.10 და 1.17 ხაზებისა, რომლებიც ყვითელი ფერისაა, და 1.28 ხაზისა (მონიშვნისა), რომელიც წითელი ფერისაა.

ვერტიკალური მონიშვნა

9

ვერტიკალური მონიშვნა თეთრი და შავი ზოლების შეერთებით კეთდება ხიდური ნაგებობის საყრდენზე, გვირაბის პორტალის ტორსულ ზედაპირზე, გალავანზე, პარაპეტზე, ბორდიურზე და გზის აღჭურვილობის სხვა ელემენტზე, საგზაო მოძრაობის მონაწილეების მხედველობის გასაუმჯობესებლად.

საცნობი ნიშნები

სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები

13

საცნობი ნიშნები გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების გაბარიტების, მძღოლის, მგზავრისა და ტვირთის სახეობის სტანდარტული მდგომარეობისაგან განსხვავებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების აღსანიშნავად.

შუქნიშნები

სატრანსპორტო საშუალებების შუქნიშნები

18

შუქნიშნები გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის რეგულირებისათვის, აგრეთვე გზის სახიფათო მონაკვეთის აღნიშვნისათვის. სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისათვის გამოიყენება შემდეგი შუქნიშნები:

ქვეითთა შუქნიშნები

2

ქვეითთა მოძრაობის რეგულირებისათვის გამოიყენება შემდეგი შუქნიშნები:

წყარო: საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ და მისი დანართები №1–4 (matsne.gov.ge)