← ჰორიზონტალური მონიშვნა

1.6
მონიშვნა 1.6
მიახლოების ხაზი (წყვეტილი ხაზი, რომლის შტრიხების სიგრძე სამჯერ აღემატება მათ შორის არსებულ შუალედებს) იძლევა გაფრთხილებას საპირისპირო ან თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების თაობაზე. 1.6 მონიშვნა დაიტანება 1.1 ან 1.11 მონიშვნის წინ არანაკლებ 50−100 მეტრ მანძილზე. 1.6 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.
ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, დანართი №2.
ბილეთებში
ბილეთების განმარტებები ამას პირდაპირ არ ახსენებს.