გზამკვლევი
← სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი

ყვითელი კვადრატი 150-მმ-იანი გვერდით და 8.17 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი გამოსახულებით – შეიძლება დამაგრდეს იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა მხარეს და უკანა მხარეს, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირი (პირები) გადაჰყავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მუნიციპალიტეტს განსაზღვრული აქვს შესაბამისი საცნობი ნიშანი და განსაზღვრული ჰყავს ამ ნიშნის მიღების უფლებამოსილების მქონე პირები.

ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, მუხლი 19 და დანართი №3.

ბილეთებში

ეს 4 ბილეთის განმარტებაში გვხვდება.

  • თემა 1 · ბილეთი 62: მძღოლის სურვილისამებრ რომელი საცნობი ნიშანი შეიძლება დამაგრდეს იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მართავენ, ან ტრანსპორტზე, რომელსაც გადაჰყავს ასეთი პირები?
  • თემა 9 · ბილეთი 277: მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან, რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზედაც დადგმულია საცნობი ნიშანი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი”?
  • თემა 9 · ბილეთი 282: მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა თეთრი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა?
  • თემა 9 · ბილეთი 283: მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა ყვითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა?
ივარჯიშე ამაზე