გზამკვლევი
← სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები
საავარიო გაჩერების ნიშანი

საავარიო გაჩერების ნიშანი

„საავარიო გაჩერების ნიშანი“ და მოციმციმე წითელი ფარანი უნდა დაიდგას სატრანსპორტო საშუალებიდან იმ მანძილზე, რომელიც კონკრეტულ პირობებში უზრუნველყოფს საშიშროების შესახებ სხვა მძღოლების დროულ გაფრთხილებას, მაგრამ ეს მანძილი დასახლებულ პუნქტში არ უნდა იყოს 15 მეტრზე ნაკლები, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − 30 მეტრზე ნაკლები.

ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, მუხლი 52 და დანართი №3.

ბილეთებში

ეს 13 ბილეთის განმარტებაში გვხვდება.

  • თემა 3 · ბილეთი 94: მოცემული საცნობი ნიშნებიდან რომელია „საავარიო გაჩერების ნიშანი“?
  • თემა 12 · ბილეთი 380: მოცემულ სიტუაციაში არღვევს თუ არა მძღოლი იძულებით გაჩერებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, თუ გაუმართავი ავტომობილის დაუყოვნებლივ გაყვანა გზიდან შეუძლებელია?
  • თემა 13 · ბილეთი 401: სურათზე მითითებულ ადგილას, დაუსახლებელ პუნქტში, ავტომობილის გაჩერების შემთხვევაში მძღოლი:
  • თემა 13 · ბილეთი 408: არასაკმარისი მხედველობის პირობებში, იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია მძღოლმა მოციმციმე წითელი ფარანი ( ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას:
ივარჯიშე ამაზე