← პრიორიტეტის ნიშნები

2.2
მთავარი გზის დასასრული
გზის იმ მონაკვეთის ბოლო, საიდანაც იგი კარგავს მთავარი გზის სტატუსს. თუ მთავარი გზა იმ გზის გადაკვეთის წინ მთავრდება, რომელზედაც დაწესებულია მოცემული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა, 2.2 ნიშანს დაუსახლებელ პუნქტში დგამენ წინასწარ 2.4 ნიშანთან ერთად, დასახლებულ პუნქტში − გზაჯვარედინიდან 25 მეტრ მანძილზე ან/და 2.3 ან 2.4 ნიშანთან ერთად. ნიშანი შეიძლება დაიდგას სხვა, 8.1.1 დაფაზე მითითებულ მანძილზედაც.
ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, დანართი №1.
ბილეთებში
ეს 3 ბილეთის განმარტებაში გვხვდება.
- თემა 4 · ბილეთი 126: მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის იმ მონაკვეთის ბოლოს, საიდანაც ის კარგავს მთავარი გზის სტატუსს?
- თემა 4 · ბილეთი 127: მოცემული საგზაო ნიშანი აღნიშნავს:
- თემა 28 · ბილეთი 844: ხიდზე დახაზული ვერტიკალური მონიშვნა აღნიშნავს: