← სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები

გრძელი სატრანსპორტო საშუალება
არანაკლებ 1200X200 მმ ზომის, ყვითელი მართკუთხედი 40 მმ სიგანის წითელი არშიით და შუქამრეკლი ზედაპირით – მაგრდება იმ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომლის სიგრძე ტვირთით ან უიმისოდ აღემატება 20 მეტრს, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაზე, რომელშიც ორი ან ორზე მეტი მისაბმელია. თუ აღნიშნული ზომის ნიშნის დამაგრება შეუძლებელია, დასაშვებია დამაგრდეს არანაკლებ 600X200 მმ ზომის ორი ერთნაირი ნიშანი სატრანსპორტო საშუალების ღერძის სიმეტრიულად.
ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, მუხლი 19 და დანართი №3.
ბილეთებში
ბილეთების განმარტებები ამას პირდაპირ არ ახსენებს.