გზამკვლევი
← პრიორიტეტის ნიშნები
2.4 — მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია
2.4

მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია

უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებლად, ხოლო თუ იგი არ არის – გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. ნიშანი იდგმება, თუ არ არის უზრუნველყოფილი გადამკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ხილვადობა. ის აგრეთვე შეიძლება დაიდგას რკინიგზის გადასასვლელის ან საკარანტინო საგუშაგოს წინ (ამ შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზის წინ, ხოლო თუ იგი არ არის – ნიშნის წინ).

ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, დანართი №1.

ბილეთებში

ეს 16 ბილეთის განმარტებაში გვხვდება.

  • თემა 4 · ბილეთი 126: მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის იმ მონაკვეთის ბოლოს, საიდანაც ის კარგავს მთავარი გზის სტატუსს?
  • თემა 4 · ბილეთი 127: მოცემული საგზაო ნიშანი აღნიშნავს:
  • თემა 4 · ბილეთი 131: მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი ავალდებულებს მძღოლს გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს?
  • თემა 4 · ბილეთი 132: მოცემული საგზაო ნიშანი:
ივარჯიშე ამაზე