
ტაქსისთვის (M1 კატეგორია), მოტოციკლისთვის (გარდა სამთვლიანისა) და მოპედისთვის (გარდა სამთვლიანისა) განკუთვნილი მოძრაობის ზოლი
გზა, რომელზედაც ტაქსი (M1 კატეგორია), მოტოციკლი (გარდა სამთვლიანისა) და მოპედი (გარდა სამთვლიანისა) სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობენ და რომელიც იმავდროულად 5.14 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლია. 5.41.1 საგზაო ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. 5.41.1 საგზაო ნიშანი არ ავალდებულებს ტაქსის (M1 კატეგორია), მოტოციკლს (გარდა სამთვლიანისა) და მოპედს (გარდა სამთვლიანისა), მხოლოდ ამ ზოლზე იმოძრაონ. აკრძალულია მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) განსაზღვრულ დროსა და დღეს (დღეებში) მოძრაობა (მისი (მათი) არსებობის შემთხვევაში).
ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, დანართი №1.
ბილეთებში
ბილეთების განმარტებები ამას პირდაპირ არ ახსენებს.