← ჰორიზონტალური მონიშვნა

1.11
მონიშვნა 1.11
ყოფს საპირისპირო ან თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლელს და ა. შ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს. 1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, აგრეთვე უწყვეტი ხაზის მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას.
ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, დანართი №2.
ბილეთებში
ეს 3 ბილეთის განმარტებაში გვხვდება.
- თემა 28 · ბილეთი 835: მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალების მობრუნება?
- თემა 28 · ბილეთი 836: მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით ავტომობილის მობრუნება?
- თემა 28 · ბილეთი 843: გზის სავალ ნაწილზე საგზაო მოძრაობის ზოლის შუაში დატანილი ისრის ფორმის მონიშვნა აფრთხილებს: