← სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები

მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი
საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების განმასხვავებელი ნიშანი. ნიშანი არის ელიფსის ფორმის, რომლის ღერძების სიგრძე არანაკლებ 0,175 მX0,115 მ-ია. ნიშანში ჩაწერილია საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. ლათინური ასოების სიმაღლეა არანაკლებ 0,08 მ-ისა. ისინი გამოსახულია არანაკლებ 0,01 მ სიგანის შტრიხებით. ასოები დატანილია შავი საღებავით თეთრ ფონზე (თეთრი ფონი შეიძლება შუქამრეკლი მასალისაგან იყოს დამზადებული). სატრანსპორტო საშუალებაზე ნიშანი ისე უნდა დამაგრდეს, რომ ის რეგისტრაციის ნომრად (სახელმწიფო სანომრე ნიშნად) არ იქნეს აღქმული ან არ გაუარესდეს მისი წაკითხვა.
ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, მუხლი 19 და დანართი №3.
ბილეთებში
ეს 1 ბილეთის განმარტებაში გვხვდება.
- თემა 1 · ბილეთი 1: მოცემული საცნობი ნიშნებიდან რომელია საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების „მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი“?