გზამკვლევი
← სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები
სახიფათო ტვირთი

სახიფათო ტვირთი

400X300 მმ ზომის, სწორკუთხედი, ნარინჯისფერი ფირფიტა გარშემო 15 მმ სიგანის შავი არშიით − ასეთი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, ხოლო ცისტერნის შემთხვევაში − გვერდებზედაც (ფირფიტის ქვედა ნაწილში უნდა აღინიშნოს ტვირთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნომერი, ხოლო ზედა ნაწილში − საშიშროების საიდენტიფიკაციო ნომერი. ისინი უნდა გაიყოს 15 მმ სისქის შავი ჰორიზონტალური ხაზით, რომელიც ფირფიტას ნახევარ სიმაღლეზე გადაკვეთს).

ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, მუხლი 19 და დანართი №3.

ბილეთებში

ეს 4 ბილეთის განმარტებაში გვხვდება.

  • თემა 1 · ბილეთი 58: რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს?
  • თემა 5 · ბილეთი 176: მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით?
  • თემა 5 · ბილეთი 177: მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ფეთქებადი და ადვილადაალებადი ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით?
  • თემა 5 · ბილეთი 185: მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ან ეკუთვნის ნიშნის მოქმედების ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს?
ივარჯიშე ამაზე