გზამკვლევი
← განსაკუთრებული მითითებების ნიშნები
5.11.1 — ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა
5.11.1

ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა

გზა, რომელზედაც ტაქსი (M1 კატეგორია) მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით და რომელიც იმავდროულად არის 5.11 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლის მქონე გზა. 5.11.1 საგზაო ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. ეს ნიშანი არ ავალდებულებს ტაქსის (M1 კატეგორია), მხოლოდ ამ ზოლზე იმოძრაოს.

ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, დანართი №1.

ბილეთებში

ბილეთების განმარტებები ამას პირდაპირ არ ახსენებს.