გზამკვლევი
← პრიორიტეტის ნიშნები
2.1 — მთავარი გზა
2.1

მთავარი გზა

გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ. 2.1 ნიშანი 8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში − წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე და გზაჯვარედინის წინ.

ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, დანართი №1.

ბილეთებში

ეს 4 ბილეთის განმარტებაში გვხვდება.

  • თემა 3 · ბილეთი 124: მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზას, რომელზედაც მოძრავ მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა?
  • თემა 4 · ბილეთი 125: მოცემული საგზაო ნიშანი:
  • თემა 4 · ბილეთი 139: მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში ენიჭება მძღოლს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა?
  • თემა 19 · ბილეთი 611: ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრით მითითებულ ადგილზე ავტომობილით დგომა?
ივარჯიშე ამაზე