გზამკვლევი
← ჰორიზონტალური მონიშვნა
1.1 — მონიშვნა 1.1
1.1

მონიშვნა 1.1

ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლის საზღვარს ან სავალი ნაწილის საზღვარს, რომელზე შესვლაც აკრძალულია; აღნიშნავს სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის საზღვარს და იმ გზის სავალი ნაწილის ნაპირს, რომელიც მოძრაობის პირობებით არ განეკუთვნება ავტომაგისტრალს. 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.

ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, დანართი №2.

ბილეთებში

ეს 7 ბილეთის განმარტებაში გვხვდება.

  • თემა 15 · ბილეთი 462: მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მოძრაობა ეკრძალება:
  • თემა 15 · ბილეთი 481: მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
  • თემა 15 · ბილეთი 482: მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
  • თემა 15 · ბილეთი 499: მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა თეთრი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა?
ივარჯიშე ამაზე