გზამკვლევი
← განსაკუთრებული მითითებების ნიშნები
5.14.1 — ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლი
5.14.1

ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლი

გზა, რომელზედაც ტაქსი (M1 კატეგორია) მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით და რომელიც იმავდროულად არის 5.14 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლი. 5.14.1 საგზაო ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. ეს ნიშანი არ ავალდებულებს ტაქსის (M1 კატეგორია), მხოლოდ ამ ზოლზე იმოძრაოს. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული აღნიშნული ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე.

ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, დანართი №1.

ბილეთებში

ბილეთების განმარტებები ამას პირდაპირ არ ახსენებს.