← განსაკუთრებული მითითებების ნიშნები

5.14
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი
გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე.
ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, დანართი №1.
ბილეთებში
ეს 8 ბილეთის განმარტებაში გვხვდება.
- თემა 7 · ბილეთი 219: მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
- თემა 7 · ბილეთი 221: მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
- თემა 7 · ბილეთი 234: მოძრაობის ზოლზე დადგმული მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება:
- თემა 15 · ბილეთი 468: რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ავტობუსი მოძრაობს დადგენილი მარშრუტით?