
მონიშვნა 1.9
აღნიშნავს რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლის საზღვარს; ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს (როდესაც გამორთულია რევერსული შუქნიშანი) გზაზე, რომელიც რევერსულად წესრიგდება. 1.9 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია, თუ იგი მძღოლისაგან მარჯვნივ მდებარეობს და რევერსული შუქნიშანი არ არის ან გამორთულია. როდესაც რევერსული შუქნიშანი ჩართულია, 1.9 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან, თუ იგი ყოფს ზოლებს, რომლებზე მოძრაობაც ნებადართულია ერთი მიმართულებით. რევერსული შუქნიშნის გამორთვის შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაადგილდეს მარჯვნივ 1.9 ხაზის იქით. თუ გამორთულია რევერსული შუქნიშანი, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფი 1.9 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია.
ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, დანართი №2.
ბილეთებში
ეს 9 ბილეთის განმარტებაში გვხვდება.
- თემა 5 · ბილეთი 146: მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ სატვირთო ავტომობილის ფაქტობრივი მასა 7 ტონაა?
- თემა 10 · ბილეთი 304: მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა:
- თემა 10 · ბილეთი 305: მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა:
- თემა 10 · ბილეთი 306: რევერსული შუქნიშნის ამ სიგნალზე ლურჯი ავტომობილის მძღოლი უნდა: