← სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები

არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი
400X400 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით − მაგრდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ამ კანონის 47-ე მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების წინა და უკანა მხარეს.
ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, მუხლი 19 და დანართი №3.
ბილეთებში
ეს 3 ბილეთის განმარტებაში გვხვდება.
- თემა 26 · ბილეთი 787: ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით - „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, თუ ის სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ, წინ ან/და უკან გადმოშვერილია:
- თემა 26 · ბილეთი 788: ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით - „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი”, თუ ის გვერდიდან, საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან გადმოშვერილია:
- თემა 26 · ბილეთი 789: დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ, წინ ან/და უკან ერთ მეტრზე მეტად, ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი დამატებით უნდა აღინიშნოს: