← განსაკუთრებული მითითებების ნიშნები

5.19.1
ქვეითთა გადასასვლელი
გზაზე ქვეითთა გადასასვლელისთვის გამოყოფილი ადგილი. 5.19.1 ნიშანი იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 5.19.2 ნიშანი − გზის მარცხენა მხარეს. გადასასვლელზე 1.14 მონიშვნის არარსებობისას 5.19.1 ნიშანი იდგმება გადასასვლელის ახლო საზღვართან, ხოლო 5.19.2 ნიშანი − გადასასვლელის შორ საზღვართან.
ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, დანართი №1.
ბილეთებში
ეს 2 ბილეთის განმარტებაში გვხვდება.
- თემა 3 · ბილეთი 114: მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს საგზაო ნიშნით (5.19.1 ან 5.19.2) ან/და საგზაო მონიშვნით (1.14.1-1.14.3) აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე?
- თემა 15 · ბილეთი 480: მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მობრუნება დასაშვებია: