← ამკრძალავი ნიშნები

3.26
ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია
კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.
ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, დანართი №1.
ბილეთებში
ეს 8 ბილეთის განმარტებაში გვხვდება.
- თემა 5 · ბილეთი 169: მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად?
- თემა 5 · ბილეთი 190: მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე.
- თემა 5 · ბილეთი 191: დაარღვევს თუ არა შავი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- თემა 5 · ბილეთი 192: მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრით მითითებულ ადგილას ავტომობილის გაჩერება?