გზამკვლევი
← სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები
სმენადაქვეითებული მძღოლი

სმენადაქვეითებული მძღოლი

160 მმ დიამეტრის ყვითელი წრე შიგნით ჩახაზული 40 მმ დიამეტრის სამი შავი წრით, რომლებიც განლაგებულია წარმოსახვითი წვერით ქვევით მიმართული ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხეებში − მაგრდება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც მართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სმენადაქვეითებული მძღოლი.

ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, მუხლი 19 და დანართი №3.

ბილეთებში

ეს 1 ბილეთის განმარტებაში გვხვდება.

  • თემა 1 · ბილეთი 59: რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც სმენადაქვეითებული მძღოლი მართავს?
ივარჯიშე ამაზე