← სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები

ბავშვების გადაყვანა
ყვითელი კვადრატი წითელი არშიით (კვადრატის გვერდი არანაკლებ 250 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10), 1.24 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი გამოსახულებით – მაგრდება იმ ავტობუსის წინა და უკანა მხარეს, რომელსაც ბავშვთა ჯგუფები გადაჰყავს.
ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, მუხლი 19 და დანართი №3.
ბილეთებში
ეს 2 ბილეთის განმარტებაში გვხვდება.
- თემა 26 · ბილეთი 791: გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვის შემთხვევაში, მძღოლმა უნდა:
- თემა 26 · ბილეთი 792: გზაზე გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზეც დამაგრებულია საცნობი ნიშანი -„ბავშვების გადაყვანა“, მძღოლი ვალდებულია: