← ამკრძალავი ნიშნები

3.22
სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია
კრძალავს 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა), აგრეთვე ტრაქტორით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა საჭაპანო ტრანსპორტისა და ველოსიპედისა).
ოფიციალური ტექსტი — კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, დანართი №1.
ბილეთებში
ეს 8 ბილეთის განმარტებაში გვხვდება.
- თემა 5 · ბილეთი 190: მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე.
- თემა 5 · ბილეთი 191: დაარღვევს თუ არა შავი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- თემა 6 · ბილეთი 207: რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ მწვანე ავტომობილი შედის ეზოში, ხოლო ყვითელი გაჩერებულია?
- თემა 9 · ბილეთი 278: მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ გასწრება აკრძალულია: